ხვალ დადგმა იქნება, რომ სააკაშვილს გული წაუვიდა, რომ უფრო მძაფრი სიუჟეტი იყოს დღევანდელი ხაჭაპურიძის ნათქვამიდან, რომ 20 წუთში სამჯერ წაუვიდა გული და მაინც შეეცდება პროცესს ჩაერთოს - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ხვალინდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილი გულის წასვლის სიმულაციას გამოიყენებს, რათა საზოგადოებას დაანახონ, თუ როგორ მძიმედ არის.
"ეს არის დიდი სპეცოპერაციის ნაწილი. ხვალინდელ სხდომასთან დაკავშირებით გამოიკვეთა კიდევაც, ადვოკატის საუბარს თუ დავემოწმებით, დღეს სამჯერ თუ ოთხჯერ გული წაუვიდა. ამით უნდათ დაანახონ საზოგადოებას, როგორ მძიმედ არის სააკაშვილი და ხვალინდელ ჩართვაშიც ამ სიმულაციას გამოიყენებს, თითქოს გული წაუვიდა“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, შემდეგ გაკეთდება შეფასებები, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია.
"ოპოზიციის დღევანდელი განცხადებების 100% იყო ამ ერთიანი მესიჯბოქსის - მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის საკითხი. საზოგადოებას შევახსენებ, სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვივარაუდეთ კიდეც, რომ რადგან საქართველოში ვერ მოახერხეს სააკაშვილის თემით მანიპულირება, საზოგადოებას აღარ სჯერა, ევროპის სოციალური ქსელები, ტექსტიც ვნახეთ რამდენიმე სააგენტოს მიერ გავრცელებული სააკაშვილის შესახებ. ეს არიოს სპეცოპერაცია, სამი დღეა და მანამდეც იყო საუბარი რომ კუჭის რეზექცია აქვს გაკეთებული ადამიანს, რომელსაც საკვების მიღება უჭირს და ა.შ. ყველასთვის თვალნათელია, რომ ხვალ ასეთი დადგმა იქნება, რომ გული წაუვიდა, რომ უფრო მძაფრი სიუჟეტი იყოს გამოვლენილი დღევანდელი ხაჭაპურიძის ნათქვამიდან, რომ 20 წუთში სამჯერ წაუვიდა გული და ხვალ კიდევ მაინც შეეცდება პროცესს ჩაერთოს.
ვეღარაფერი უშველის ამ ძალას. რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა პოლიტიკურ ნაგვად, რომელსაც ცდილობენ ჩვენი პარტნიორები, როგორმე გადამუშავებას დაექვემდებაროს, მაგრამ იმდენად მძიმე ნივთიერებებით არის შეპყრობილი პოლიტიკური ოპოზიცია, შეუძლებელია მათი გადამუშავება და ბუნებრივ პირობებს უნდა დაველოდოთ, რომ ნელნელა ეს მავნე და საშინელი ძალა გაილევა," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.