14 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კამათი იყო, იმედს ვიტოვებ, რომ არსებობს კომპრომისის და საბოლოო ჯამში კონსენსუსის რეალური შანსი - მამუკა მდინარაძე 

სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დღევანდელ შეხვედრაზე განცხადებები მამრთველ გუნდში გაკეთდა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე არსებითი შედეგი ვერ იქნება მიღწეული, თუმცა პოზიციების დაახლოებას ცდილობენ.  

"ვცდილობთ, მაქსიმალურად დავაახლოვოთ პოზიციები. თუმცა დღეს ვერ გეტყვით, რომ რაიმე არსებითი შედეგი მივიღეთ კანდიდატებზე, ვილაპარაკეთ სათითაოდ ძალიან ბევრი პლიუს - მინუსებით და გვქონდა ჩვენ ჩვენი პოზიციები. თუმცა, ამ პოზიციების გარეთ გამოტანა დღეს, მე ვფიქრობ, რომ პროცესს დააზიანებს, ამ აზრში გვეთანხმებიან ჩვენი ოპონენტებიც და შევეცდებით, რომ რამდენიმე დღეში უფრო ნათელი გავხადოთ ვისთან დაკავშირებით შეიძლება იყოს ორივე მხრიდან კომპრომისული ვერსია და ამით მიღწეულ იქნას კონსენსუსი. მიუხედავად იმისა რომ ბევრი კამათი იყო, იყო დისკუსია კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით. იმედს ვიტოვებ, რომ არსებობს კომპრომისის და საბოლოო ჯამში კონსესუსის რეალური შანსი," - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები