14 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
ამ პროცესის ზედმეტად შეფერხება იწვევს შეშფოთებას და აჩენს დამატებით კითხვებს - კელი დეგნანი სააკაშვილის პროცესის გადადებაზე

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩი ამბობს, რომ შტატები ყოფილი პრეზიდენტის საქმეს ყურადღებით აკვირდება.

"ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ სიტუაციას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ასეთ მოცემულობაში სასამართლო პროცესის გადადება მოულოდნელი იყო, საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის კეთილდღეობას. აქამდეც აღვნიშნავდით და ახლაც აღვნიშნავთ, მთავრობის პასუხისმგებლობაა რომ მან მიიღოს შესაბამისი და საჭირო სამედიცინო დახმარება, მისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიჯანსაღისთვის. ამ პროცესის ზედმეტად შეფერხება იწვევს შეშფოთებას და აჩენს დამატებით კითხვებს," - განაცხადა დეგნანმა.

დღის ამბები