14 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
ჩემი შეხედულება დაფუძნებულია ვიკიპედიაში ოლიგარქის განმარტებაზე - ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

ევროპარლამენტის დეპუტატი პეტრას აუსტრევიჩუსი განმარტავს შესწორებებს, რომელსაც მან მხარი დაუჭირა, მათ შორის შესწორებას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.

როგორც ევროპარლამენტარი აცხადებს, მისი შეხედულება დაფუძნებულია ვიკიპედიაში ოლიგარქის განმარტებაზე.

"ამ რეზოლუციაში რამდენიმე შესწორება ჩემ მიერაა წარდგენილი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენების შესახებ, ეს საიდუმლოს არ წარმოადგენს. ჩემი შეხედულება დაფუძნებულია ვიკიპედიაში ოლიგარქის განმარტებაზე, ბიძინა ივანიშვილი კი ამ კატეგორიას სრულად ერგება. საუბარია პერსონალურ სანქციებზეც - იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება მისი კავშირები რუსეთთან. საუბარია სააკაშვილის განთავისუფლებაზეც. ჩვენ ვაძლევთ თბილისს შანსს, რეაგირება მოახდინოს ამ ყველაფერზე. მე არ ვემხრობი სანქციებით დაშინების მეთოდს მიუხედავად იმისა, რომ სანქციები ნამდვილად ძლიერი ინსტრუმენტია, არამედ მათ შანსს ვაძლევთ, გადახედონ თავიანთ პოლიტიკურ ხაზს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. გახდება თუ არა სააკაშვილის საკითხი კანდიდატის სტატუსის განმსაზღვრელი - ეს არ არის პირობა, თუმცა ბევრს აჩვენებს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ქართული პოლიტიკა," - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა ლიეტუვადან პეტრას აუსტრევიჩუსმა

 

დღის ამბები