14 ნოემბერი 2024,   21:12
ვრცლად
სააკაშვილთან დღემდე 1 500-ზე მეტი მნახველი იყო, რაც ადასტურებს, რომ სისტემა გახსნილია და არაფერია დასამალი - ბექა ძამაშვილი

იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ყოველთვის ძალიან გახსნილია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. ამის დასტურია ის გარემოება, რომ მაგალითად, დღემდე 1 500-ზე მეტი მნახველი იყო, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, სააკაშვილთან ყოველდღიურად შედიან მნახველები – ოჯახის წევრები, ადვოკატები, ყველა ის პირი, რომელსაც უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით, მოინახულოს სააკაშვილი. ძამაშვილის განცხადებით, „ეს ადასტურებს, რომ სისტემა არის გახსნილი“.

"ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, დაწყებული სტრასბურგის სასამართლოთი, რომელსაც ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით დაწყებული განხილვა მათი საჩივრის საფუძველზე, საქართველოს მთავრობა ყოველთვის დეტალურ ინფორმაციას აწვდის. დეტალურ ინფორმაციას აწვდის, როგორც გაერო-ს, ისე ევროსაბჭოს, ევროკავშირს, როდესაც ისინი ინტერესდებიან ამით. შესაბამისად, სისტემა რომ გახსნილი და გამჭვირვალეა, ამას ეს ყველაფერი ადასტურებს. ამ პროცესის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს. სამინისტრო, რა თქმა უნდა, როგორც აქამდე, გააგრძელებს მისი უფლებების სრულად დაცვას. მას არც ერთ ეტაპზე არ შეფერხებია უფლებების დაცვა, პირიქით ყოველთვის უზრუნველყოფდა," - განაცხადა ძამაშვილმა.

დღის ამბები