14 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე კოლეგებს მოუწოდებს, შეიკრობონ და პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღონ

"არის ძალიან გამხდარი, ავადმყოფურად" ,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს. 

"არის ძალიან გამხდარი, ავადმყოფურად. დალოგინებული, ვერ დგება და ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად, საუბარი და მეტყველება კვლავინდებურად უჭირს, არ აქვს ენერგია,"- აცხადებს  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

"ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე კი კოლეგებს  მოუწოდებს, 21.00  საათზე შეიკრობონ და პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღონ. 


"დღეს, შევიკრიბოთ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში 21.00 საათზე იმისათვის, რომ კონკრეტულად განვიხილოთ რას ვაკეთებთ უკვე ხვალიდან, რომ ჩვენმა მხარდამჭერებმა იცოდნენ, რა გზებით უნდა დავიცვათ სააკაშვილი პუტინის ტყვეობიდან. მე წარვადგენ ჩემს ხედვას, თუ რა გზებით უნდა დაიწოს საპროტესტო აქციები,"- აღნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე.

დღის ამბები