14 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
დებატები ევროპარლამენტში - ევროპელი პოლიტიკოსები ქართულ პოლიტიკურ სპექტრს თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ

დებატები ევროპარლამენტში - პირველი და ყველაზე ვრცელი გამოსვლა საქართველოს საკითხზე, "ასოცირების ხელშეკრულების შესრულების" ყოველწლიური ანგარიშის ავტორს სვენ მიქსერს ჰქონდა. ესტონელი დეპუტატი 12 პუნქტიან დოკუმენტს დახმარების ხელს უწოდებს და ხელისუფლებას მისი შესრულებისა და გამოყენებისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტარებისთვის კვლავ პრობლემად რჩება ქართული პოლიტიკური სივრცის პოლარიზაცია. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნას, მათი ნაწილი ჰუმანიტარული აუცილებლობით ასაბუთებდა. პოლიტიკურად მოტივირებულ საქმედ დაასახელა ვიოლა ფონ კრამონმა ნიკა გვარამიას პატიმრობა.

12 პირობის შესრულება ევროპარლამენტის მთავარ რეკოენდაციად რჩება. დეპუტატები ქართულ პოლიტიკურ სპექტრს თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ მთავარი მიზნის მისაღწევად განსხვავებული შეხედულებები გვერდზე გადადონ.

ევროპარლამენტმა საქართველოს მხადაჭერა კიდე ერთხელ გამოუცხადა. გამომსვლელების ძირითადი გზავნილი იყო რომ ჩვენს ქვეყანას ახლა ევროკავშირისგან ძლიერი სიგნალი სჭირდება.

ევროპელი დეპუტატები რეზოლუციის ტექსტზე რამდენიმე კვირა მუშაობდნენ.

 

დღის ამბები