14 ნოემბერი 2024,   21:11
ვრცლად
ჩვენ გუშინ ვთქვით, რომ თუკი დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც სახელმწიფოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად არ შეწყდებოდა - კადრებს გავასაჯაროვებდით - რატი ბრეგაძე

ყოველთვის მოვუწოდებდით დაინტერესებულ მხარეს, თავი შეეკავებინათ ჯანმრთელობის პოლიტიზირებისგან, არ ესაუბრა არავის ექიმის გარდა მის ჯანმრთელობაზე,  თუმცა ისინი მუდმივ რეჟიმში აკეთებდნენ ისეთ შეფასებებს, რომ საზოგადოება შეეყვანათ რაც შეიძლება მეტად შეცდომაში - ამის შესახებ  საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. 

ასევე, მან განმარტა მიზეზი, რის გამოც დღეს პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრები გაასაჯაროვა:

"ჩვენ ძალიან ვერიდებოდით მსგავსი ტიპის ურთიერთობაში შესვლას და ყველანაირ დისკუსიას. პირიქით, ყოველთვის მოვუწოდებდით დაინტერესებულ მხარეს თავი შეეკავებინათ ჯანმრთელობის პოლიტიზირებისგან, არ ესაუბრა არავის ექიმის გარდა მის ჯანმრთელობაზე. თუმცა ისინი მუდმივ რეჟიმში აკეთებდნენ ისეთ შეფასებებს, რომ საზოგადოება შეეყვანათ რაც შეიძლება მეტად შეცდომაში და ყველაზე საშინელება რაც დაიწყო, როდესაც ჩვენ გვაბრალებენ იმას, თითქოს ამ ადამიანს ვაწამებთ. 

ასევე, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის ფოტო, რომელიც გადაღებულია იმ უცხოელი ექსპერტის მიერ, რომელიც ცენტრმა "ემპათიამ" შეიყვანა, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი. ეს დასკვნა კონფიდენციალურია - მაშინ ჩნდება კითხვა, თუ საიდან აღმოჩნდა ეს სურათი ერთ-ერთი მედიის ხელში. გარკვეული ძალები ცდილობენ სახელმწიფოსგან შექმნან მტრის ხატი და საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნონ იმაში თითქოს სახელმწიფო ადამიანს აწამებს. ჩვენ გუშინ ვთქვით, რომ თუკი ეს დეზინფორმაციული კამპანია სახელმწიფოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად არ შეწყდებოდა - კადრებს გავასაჯაროვებდით,"- აცხადებს რატი ბრეგაძე. 

დღის ამბები