14 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
"თავიანთი პოლიტიკური ხარაკირი გამოაქვეყნეს ამ კადრების გამოქვეყნებით" - ნუგზარ წიკლაური სააკაშილის კადრებზე

ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური "ღამის კურიერის" ეთერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებას ეხმაურება.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი "რუსთავი 2-ის" ეთერში აცხადებს, აღნიშნული კადრების გამოქვეყნებით ხელისუფლებამ საკუთარი პოლიტიკური ხარაკირი გამოაქვეყნა.

"როგორც მოსდით ხოლმე ავტოკრატიულ და დიქტატორულ რეჟიმებს, რომელთაც ახლავთ ლაიტმოტივათ სისასტიკის გარდა კიდევ დიდი პოლიტიკური სიბრიყვე, ამათაც თავიანთი პოლიტიკური ხარაკირი გამოაქვეყნეს ახლა ამ კადრების გამოქვეყნებით. ყველა ადამიანს ანახეს სინამდვილეში, რომ ვიღაცა ციხეშია თუ სახლშია, თუ სადაც არ უნდა იყოს, ასეთი თვალთვალის, სამარცხვინო კონპილაციის და ასეთი საბჭოთა მეთოდებით გასწორება მათთან შეუძლიათ. ამიტომ მგონია, რომ ეს არის ყველაზე უფრო ზნედაცემული საბჭოთა რეჟიმისათვის დამახასიათებელი მოქმედება," - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

დღის ამბები