14 ნოემბერი 2024,   21:09
ვრცლად
"მიხეილ სააკაშვილს აშკარად ფსიქილოგიური პრობლემები აქვს და ადამიანს, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები კი არ უნდა გამოაჭენო, არამედ ფსიქოლოგი უნდა მიუყვანო" - ალეკო ელისაშვილი

"მას აშკარად ფსიქილოგიური პრობლემები აქვს" - მიხეილ სააკაშვილის შესახებ, პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, "ღამის კურიერის ეთერში ისაუბრა. 

 "მას აშკარად ფსიქილოგიური პრობლემები აქვს და ადამიანს, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები, ის კი არ უნდა გამოაჭენო მთელი ქვეყნისა და მსოფლიოს დასანახად, არამედ ფსიქოლოგი უნდა მიუყვანო. "ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ ამაზე მძაფრი რეაქცია ექნება "ნაციონალურ მოძრაობას" და ზოგადად "ქართულ ოცნებას" უნდა, რომ მარტო ამაზე ვლაპარაკობდეთ. 10 წელია ისინი მარტო "ნაციონალურ მოძრაობაზე" ლაპარაკობენ, ბოლო 1 წელია გამომწყვდეული ჰყავთ სააკაშვილი, გამოაგდებენ მერე ასეთ კადრებს, რომ სხვა არაფერზე ვილაპარაკოთ. იმ პრობლემებზე არ ვსაუბრობთ, რაც რეალურად გვაწუხებს. ეს უდიდესი პრობლემაა კი ადამიანს ასე არ უნდა მოექცე. შურისძიება მე მესმის, როცა ტოლი მეტოქე გყავს, მაგრამ დამარცხებულ მეტოქეზე შურისძიება სულმდაბლობაა,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

დღის ამბები