14 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
ექიმების ჩამოყვანის ნაცვლად, ჩამოდიან ლობისტები, ამაზე მეტი სიმახინჯე რა უნდა იყოს, საერთოდ კადრებიც არ სჭირდება, თუ ჩვენ სწორად გავიაზრებთ რა მოხდა - არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ინტერესებისთვის. 

როგორც თალაკვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის საქმეში უფრო მეტი ექსპერტია ჩართული, ვიდრე მკურნალი ექიმი, უფრო მეტი ლობისტია ჩართული, ვიდრე სამედიცინო პერსონალი.

"ექიმების ჩამოყვანის ნაცვლად, ჩამოდიან ლობისტები, ექსპერტები. უფრო მეტი ექსპერტი არის ჩართული, ვიდრე მკურნალი ექიმი, უფრო მეტი ლობისტია ჩართული, ვიდრე სამედიცინო პერსონალი. ამაზე მეტი სიმახინჯე რა უნდა იყოს და ამაზე მეტი პირდაპირი მტკიცებულება?! საერთოდ კადრებიც არ სჭირდება, თუ ჩვენ სწორად გავიაზრებთ რა მოხდა.

მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ სახელწიფო აკეთებს ან გამოხატავს მზადყოფნას გააკეთოს ყველაფერი მისი ჯანმრთელობის ინტერესებისთვის. როდესაც სახელწიფოს სახელით მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ თუ თქვენ არ მოგწონთ ეს ექიმები და ეს მკურნალობა, მოდით ჩამოვიყვანოთ დამატებითი ექიმები და ნებისმიერი დამატებითი რესურსი, ამაზე პასუხი არ მიგვიღია. სამაგიეროდ არის პედალირება - რატომ არ ჩართეს სასამართლო პროცესზე. ამ საკითხს აქვს სამართლებრივი შემადგენელი, სადაც სიმართლე არის საქართველოს სახელწიფოს მხარეს. ამდენი ადამიანი შედის, ექსპერტიზები უტარდება, 1 700-მდე ადამიანი შედის. ევროპული და ამერიკული სტანდარტი იცით რა არის, პაციენტი კლინიკაში 4-5 დღეზე მეტი არ ყოვნდება, მაქსიმუმი არის 11 დღე, როდესაც პაციენტი კლინიკაში შეიძლება დაყოვნდეს. გამოდის რომ ეს ადამიანი თვეების განმავლობაში, რატომ არის კლინიკაში, ამაზე რეალურად დაცვის მხარეს პასუხი არ აქვს. არის ზეწოლა მართლმსაჯულებაზე, ჯანდაცვის სექტორზე," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები