14 ნოემბერი 2024,   21:15
ვრცლად
ამ კადრების ნახვის დროს ნებისმიერ ადამიანს ბუნებრივი რეაქცია გაუჩნდება, როგორ აქცევს სააკაშვილს ყურადღებას სამედიცინო პერსონალი, რა კონტაქტები აქვს ოჯახთან და საზოგადოებასთან - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე "ღამის კურიერის" ეთერში განმარტავს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია ცდილობს საზოგადოებამ არა იმ საკითხებზე მოისმინოს ხელისუფლებისგან პასუხები, რაც მოსახლეობის ყოველდღიურ საჭიროებებს ეხება, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში უყურონ თუ რა აწუხებს ან აინტერესებს მიხეილ სააკაშვილს.

რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებს და ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს ამ კადრების ყურების დროს ბუნებრივი რეაქცია გაუჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა პირობებშია მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, როგორ აქცევს მას ყურადღებას სამედიცინო პერსონალი, რა კონტაქტები აქვს მას ოჯახთან და საზოგადოებასთან, რამხელა ყურადღება ექცევა.

"უპირველესად ვიტყვი, რომ დღეს ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებთ ბევრად უფრო სხვა საკითხები, რომლებიც უკავშირდება ოჯახების ეკონომიკას, სიღარიბის შემცირებას, თუნდაც ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს, როდის შეიცვლება ინფრასტრუქტურა მათ ქალაქებში თუ სოფლებში, რა მოხდება სკოლებში და ა.შ. და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში რჩება ასეთი ე.წ. მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელიც ცდილობს, ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყანა როგორმე მოწყდეს თავისი ბუნებრივი განვითარების საჭიროებებს და საზოგადოებამ არა იმ საკითხებზე გაიგოს ხელისუფლებისგან, რაც მას აინტერესებს, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში როგორ უნდა უყუროს მათი წარსულის ქექვას და იმას თუ რა აწუხებს და აინტერესებს სააკაშვილს.

ამ ამბავს აქვს 4 შემადგენელი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ოთხივეზე გარკვეული შეფასება გავაკეთოთ - პირველი არის სამართლებრივი შემადგენელი და ამ კუთხით მანდ სადაო არაფერი არ არის და თუ დავუკვირდებით ზუსტად მაგიტომ არის, რომ სამართლებრივზე ნაკლები აქცენტი კეთდება, დაუკვირდით, ადვოკატებს კი არ იყვანენ, იყვანენ ლობისტებს. შეთავაზებას კი არ პასუხობენ სათანადოდ, არამედ კიდევ უფრო მეტ პანიკას ქმნიან, სხდომებს საერთოდ არ ესწრებიან, ხშირად არ ესწრებოდნენ ამ თვეების განმავლობაში მაშინ, როდესაც სამართლებრივი უნდა იყოს აქ წამყვანი, თუ შენ მართალი ხარ პირველ რიგში სამართალზე უნდა იბრძოლო ხო?! სამართლებრივად რადგან სტრასბურგის სასამართლოს ნათქვამი აქვს, რომ სააკაშვილი იყო სათავეში იმ უმძიმესი კანონდარღვევების და ადამიანის უფლებების დარღვევების, რომელიც ეხება გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებს, პირდაპირ თქვა, რომ მთელი სახელმწიფო ვერტიკალი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით არღვევდა ადამიანის უფლებებს, შესაბამისად ეს თემა დახურულია. საქართველო და ხელისუფლება რომ მართალია მაშინ, როდესაც პასუხისგებაში მისცა სააკაშვილი, ეს თემა უნდა დავხუროთ და თვითონაც ამაზე აღარ დაობენ როგორც ეტყობა.

მეორე საკითხი არის ჯანმრთელობა და აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ვისაც ახსოვს მაშინ რა ხდებოდა, ამ კადრების ნახვის დროს გაუჩნდება ელემენტარული რეაქცია, რომ დღეს რა პირობებშია პატიმარი სააკაშვილი და პერსონალი როგორ აქცევს ყურადღებას, რა კონტაქტები აქვს მას ოჯახთან და საზოგადოებასთან და რამხელა ყურადღება ექცევა. მინდა უბრალოდ მთლიანად და ამომწურავად გიპასუხოთ. ეს ცხადი კონტრასტია და პირდაპირ გვახსენდება და პირველი ემოცია რა არის, რომ სულხან მოლაშვილი რომ ყოფილიყო ამ პირობებში, ის 180-მდე პატიმარი რომ ყოფილიყო ამ პირობებში, რომელიც ყოველწლიურად კვდებოდა და იღუპებოდა იმის გამო, რომ ზოგჯერ ექიმს არ უშვებდნენ, ზოგჯერ ექიმთან არ უშვებდნენ, ან დიაგნოსტიკას არ უკეთებდნენ, ხვდებით?" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები