"მაგ კაცს სჭირდება ფსიქოთერაპია და ალბათ ფსიქიატრიც, რომ რეალობა მიიღოს, ბედს შეეგუოს, დამშვიდდეს, დაფიქრდეს, მოინანიოს, კათარზისი და განწმენდა შესძლოს!" - წერს სააკაშვილის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი.
როგორც ჯანგულაშვილი აღნიშნავს, წარმოუდგენელი სააკაშვილის ქმედებები მანიპულაცია და შანტაჟია საქართველოს წინაშე.
"არა რა, ვერ ვმშვიდდები!!!
ანუ, სიმულანტს და მანიპულატორს რომ დაუდებ მტკიცებულებას, რომ ის სიმულანტი და მანიპულატორია, ეს არ შეიძლება და დანაშაულია?
სექტანტებო! უსინდისო და გულქვა ფარისევლებო!!!
მაგ კაცს სჭირდება ფსიქოთერაპია და ალბათ ფსიქიატრიც, რომ რეალობა მიიღოს,
ბედს შეეგუოს, დამშვიდდეს, დაფიქრდეს, მოინანიოს, კათარზისი და განწმენდა შესძლოს!
თქვენ კი, მისი მანიპულაციების მარიონეტები და ინსტრუმენტები ხართ!!!
რა წარმოუდგენელი მანიპულაცია და შანტაჟია საქართველოს წინაშე! - გამოუშვით მიშა, თორემ საქართველოს დავსჯითო, ყვირის მოსყიდული ლობი ევროპარლამენტში...
და აქედან ეს ტყაჭა სექტანტები ხელს უწყობთ ამ შანტაჟში!
ყველა მოგებულია - ევროპელებს მორიგი საბაბი ეძლევათ, რუსეთს დაუწვნენ, დაუთმონ და ჩვენ გაგვწირონ.
მიშა ან უკანონო თავისუფლებას მოიპოვებს, ან მისი მანიპულაციების რეალიზების პროცესით იკაიფებს. ნაცები ფულს გააკეთებენ. სექტანტები - საკუთარი კერპის მსხვერპლშეწირვით ინეტარებენ.
წაგებულია მხოლოდ საქართველო, თავისი დაშანტაჟებული ხელისუფლებით და რუსეთის ხახის წინაშე უმწეოდ დარჩენილი ხალხით, რომელიც არავის არ ადარდებს!" - წერს ჯანგულაშვილი.