14 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
სააკაშვილის ღირსების უფლება არანაირი ფორმით არ დარღვეულა, ნახეთ როგორ ეპყრობა სააკაშვილს სამედიცინო პერსონალი და როგორ ეპყრობა ის სამედიცინო პერსონალს - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ღირსების უფლება არანაირი ფორმით არ დარღვეულა.

მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ ვითარება შეიცვალა და დღეს ადამიანებს განსხვავებულად ეპყრობიან, მათი უფლებები დაცულია.

"თქვენ ნახეთ ოროთახიანი პალატა, რომელშიც ის არის მოთავსებული. ნახეთ, როგორ ეპყრობა მას სამედიცინო პერსონალი და როგორ ეპყრობა ის სამედიცინო პერსონალს. ეს არის 2012 წლის შემდგომი მდგომარეობა. ეს გამოჩნდა ამ კადრებში. 2012 წლამდე ან საკანი რას ჰგავდა, ან საავადმყოფოს პალატა რას ჰგავდა, როგორ ეპყრობოდნენ ადამიანებს. ერთ-ერთი ყოფილი მინისტრი იხსენებდა, დრენაჟით გადაიყვანეს საავადმყოფოდან ციხეში, და თქვენ მელაპარაკებით ადამიანის უფლებებზე. ნახეთ, რა პირობებშია პატიმარი, როგორ ექცევა ის სამედიცნო პერსონალს და როგორ ექცევა მას სამედიცინო პერსონალი, რა უფლებებზე ლაპარაკობთ. თქვენ რომ ამბობთ ადამიანის უფლებების დარღვევას, ელემენტარულად შეაფასეთ, სად არის დარღვევა და სად არ არის დარღვევა. ამის შეფასების უფლება უნდა გქონდეთ. ჩემზე კარგად თქვენ არ იცით, რას ნიშნავს ღირსების უფლება. მიხეილ სააკაშვილის ღირსების უფლება არანაირი ფორმით არ დარღვეულა," -განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.



დღის ამბები