"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მიმართავენ, გამოიყენოს დიპლომატიური ბერკეტი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად. ამ მოთხოვნით ისინი თბილისში, საფრანგეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა, საფრანგეთის პრეზიდენტს აქვს ბერკეტი მოახდინოს პოზიტიური ზეგავლენა სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე.