რატი ბრეგაძე პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან მისი მისამართით ცილისმწამებლურ განცხადებებზე საუბრობს. იუსტიციის მინისტრი დარბაზის დატოვებისას "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მის ქმედებებზე მის შვილებს მოეკითხებათ.
ამაზე შეფასება გააკეთეს პარლამენტის წევრებმაც. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, შვილების მიმართ გამოთქმული მოსაზრებები ცდება სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანობის ჩარჩოებს:
"მინდა კატეგორიულად დავგმო ჩვენი ზოგიერთი კოლეგის მხრიდან გაჟღერებული არათუ უშვერი სიტყვები, არამედ წყევლა-კრულვა, რომელსაც ძალიან მიგვაჩვიეს და შვილების მიმართ გამოთქმული მოსაზრებები, რომელიც ცდება ზოგადად სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანობის ჩარჩოებს.
მინდა ვკითხო ჩვენს ზოგიერთ ევროპარლამენტარ კოლეგას, რომ ასე ხდება პოლარიზაციის შემცირება და მათთანაც ასე ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების წყველა-ლანძღვა მათი წყობიდან გამოსაყვანად? მგონი ყველანაირ ჩარჩოებს ვართ გაცდენილები,"- აცხადებს მაია ბითაძე.