დეპუტატის და მოძრაობა "ხალხის ძალის" დამფუძნებლის სოზარ სუბარის თქმით, დღეს პარლამენტში იუსტიციის მინისტრის მოსმენის დროს ოპოზიციის იმ წარმომადგენლებმა, რომელთა დროსაც საქართველოს ციხეები გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკად იყო გადაქცეული, "სამარცხვინო პერფორმანსი" დადგეს.
"დღეს ვიხილეთ სამარცხვინო პერფორმანსი იმ ადამიანებისგან, რომელთა მმართველობის პერიოდში საქართველოს ციხეები გადაქცეული იყო გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკად. მსოფლიოში ვიყავით მესამე ადგილზე პატიმრების რაოდენობით ყოველ 100 000 კაცზე. დღეს რომ იგივე რაოდენობის პატიმრები იყვნენ, საქართველო იქნებოდა მსოფლიოში მეორე ადგილზე პატიმრების რაოდენობით, მაგრამ დღესაც კი, როცა 60%-ზე მეტით არის, დღესაც პრაქტიკულად ევროპაში, თურქეთსა და რუსეთს თუ არ ჩავთვლით, საქართველო პირველ ადგილზეა. რა იგეგმება იმისთვის, რომ სტანდარტთან დავახლოვდეთ," - განაცხადა სოზარ სუბარმა.