14 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
ლადო კახაძე წინადადებით გამოდის, მიხეილ სააკაშვილის მნახველებს ფრჩხილები და თმები შეუმოწმონ

პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძე წინადადებით გამოდის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მნახველებს ფრჩხილები და თმები შეუმოწმონ. კახაძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის საკითხს გამოეხმაურა.

"მე, როგორც ექიმს, ასეთი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი - 1500-ზე მეტი მნახველი ჰყავს [სააკაშვილს]. მაქვს წინადადება, ამ ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების, შევამოწმოთ მათი ფრჩხილები და თმები, იმიტომ, რომ არ არის გამორიცხული, გაუკუღმართების მცდელობა იყოს," - განაცხადა ლადო კახაძემ.

დღის ამბები