14 ნოემბერი 2024,   21:19
ვრცლად
ეს დავა საქართველომ იმიტომ მოიგო, რომ არ დადასტურდა ის, რასაც "ნაცმოძრაობა" აბრალებდა ქართულ ჯარს - ანდრია გვიდიანი

"ეს დავა საქართველომ იმიტომ მოიგო, რომ არ დადასტურდა ის, რასაც "ნაცმოძრაობა" აბრალებდა ქართულ ჯარს. არ დადასტურდა იმ მოღალატეობრივი რეზოლუციის ჩანაწერები, რომელსაც თქვენ მოაწერეთ ხელი,“- ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების დასრულებას. 

როგორც გვიდიანი წერს, რომ არა დღევანდელი ხელისუფლების უმაღლესი პროფესიონალიზმი, რომ არა საგულდაგულოდ გადამალული ისკანდერის ნაწილების აღმოჩენა, რომ არა ათასობით მტკიცებულების შეგროვება, რომ არა ათიათასობით დაკითხული მოქალაქეების ჩვენებები და ა. შ, შეიძლება ეს დავა ვერც მოგვეგო.

"ჰააგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

ამ ამბავზე "ნაციონალების" კომენტარები მოვისმინე და ნიშნისმოგებით ამბობენ, აი, ხომ არ დადასტურდა, რასაც მიშას აბრალებდითო. გაოგნებული ვარ - ამ ხალხის უტიფრობას უბრალოდ საზღვარი არ აქვს!

ჯერ ერთი იქიდან დავიწყოთ, რომ რასაც მიშას აბრალებენ ამაზე თქვენ გაქვთ ხელი მოწერილი რეზოლუციაში. სადაც ყველაფერი შავით თეთრზე წერია. კერძოდ ის, რომ ქართულმა საჯარისო დანაყოფებმა გახსნეს ცეცხლი და ამას მოჰყვა რუსეთის მხრიდან საპასუხო ცეცხლის გახსნა. აი, ამაზე გაქვთ ხმა მიცემული!

მერე იმით გავაგრძელოთ, რომ სინამდვილეში დღევანდელმა ხელისუფლებამ უდიდესი მუშაობის შედეგად ჩამოწმინდა ქართულ ჯარს "ნაცმოძრაობის" ნასროლი ტალახი.

დიახ, ეს დავა საქართველომ იმიტომ მოიგო, რომ არ დადასტურდა ის, რასაც "ნაცმოძრაობა" აბრალებდა ქართულ ჯარს. არ დადასტურდა იმ მოღალატეობრივი რეზოლუციის ჩანაწერები, რომელსაც თქვენ მოაწერეთ ხელი.

რომ არა დღევანდელი ხელისუფლების უმაღლესი პროფესიონალიზმი, რომ არა საგულდაგულოდ გადამალული ისკანდერის ნაწილების აღმოჩენა, რომ არა ათასობით მტკიცებულების შეგროვება, რომ არა ათიათასობით დაკითხული მოქალაქეების ჩვენებები და ა. შ, შეიძლება ეს დავა ვერც მოგვეგო.

დიახ ამ დავის მოგება არის თავიდან ბოლომდე დღევანდელი ხელისუფლების მონაპოვარი. ამიტომ, სანამ რამეს იტყვით, უბრალოდ გაჩუმდით. გეყოთ იმდენი სინდისი, რომ გამოხვიდეთ ქართულ სახელმწიფოს მიულოცოთ და თავდახრილები ისევ უკან შებრუნდეთ,“- წერს გვიდიანი Facebook-ზე.

დღის ამბები