14 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
"ჩემმა შვილმა ამ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა გააუქმა, ამას კი უბრუნებენ  ასეთი ფორმით, ნელი სიკვდილით კლავენ" - გიული ალასანია

უარი პენიტენციური სამსახურის საკვებს - მესამე დღეა მსჯავრდებული და ბრალდებული სააკაშვილის დედა "ვივამედში" საკუთარი კერძებით მიდის.

ამასთან, პატიმარი პაციენტის გარემოცვა ყოველდღე ამტკიცებს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა რთულია. გიული ალასანია კი აცხადებს, რომ მის შვილს "ნელი სიკვდილით კლავენ". 

"ჩემმა შვილმა ამ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა გააუქმა. სხვათა შორის, როდესაც ის აუქმებდა სიკვდილით დასჯას, ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, ისევე როგორც ყველაფერზე, რასაც ის აკეთებდა. მიუხედავად ამ წინააღმდეგობებისა, მან მაინც გააუქმა სიკვდილით დასჯა. ახლა კი, ჩემს შვილს ზუსტად იმისთვისთვის, რომ ის სიკვდილით დასჯა გააუქმა და ბევრი სხვა რამისთვის, უბრუნებენ ასეთი ფორმით - ნელი სიკვდილით კლავენ. ძალიან ძნელად იღებს საკვებს, 2 ლუკმა თუ შეჭამა გვიხარია, ასეთი მდგომარეობაა," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია. 

დღის ამბები