14 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
ისტორიული დოკუმენტი და საქართველოს ევროპულ ენერგობაზარზე გასვლის პირდაპირი შესაძლებლობა - 4 ქვეყანა მწვანე ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ მემორანდუმს რამდენიმე წუთში გააფორმებს

ისტორიული დოკუმენტი და საქართველოს ევროპულ ენერგობაზარზე გასვლის პირდაპირი შესაძლებლობა - აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი და საქართველო მწვანე ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ მემორანდუმს რამდენიმე წუთში გააფორმებენ.

პროექტის თანახმად, წყალქვეშა ელექტროკაბელით, საქართველო რუმინეთს უნდა დაუკავშირდეს და ევროკავშირის ქვეყნებს ელექტროენერგია მიაწოდოს.

ოთხმხრივი შეთანხმება, პროექტში მონაწილე მხარეებს შორის, ბუქარესტში ფორმდება. რუმინეთშია საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება შეთანხმების ხელმომწერი. ცერემონიას ასევე ესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი და რუმინეთის პრეზიდენტი.

დღის ამბები