14 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი შესაძლებლობის ფანჯარა, პროექტი საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ახალი ენერგოპოლიტიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი, რომელსაც საფუძველი ეყრება, უმნიშვნელოვანესია, ბევრი დაპირებითა და სარგებლით. ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ამ პროცესში და აღნიშნა რომ პროექტი, საქართველოს ევროპულ დანიშნულებას მისცემს და ბევრ სარგებელს მოუტანს.

"ძალიან მახარებს ის, რომ აქ ვიმყოფები ასეთ მნიშვნელოვან დღეს - საქართველოს, აზერბაიჯანი, უნგრეთის ლიდერებთან ერთად. ეს შეთანხმებ ევროკავშირს სამხრეთ კავკასიის რეგიონში უფრო დააახლოვებს და დაგვეხმარება ჩვენს რეგიონებს უფრო სუფთა ენერგორესურსის მიწოდება მოხდეს. 

რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რუსული ენერგიისა და წიაღისეულისთვის უარი გვეთქვა და გაგვეძლიერებინა ჩვენი პარტნიორობა, რომელიც დღეს აქ იმყოფება, ეს მუშაობს. ევროკავშირმა შეძლო შეემცირებინა რუსული რესურსების ათვისება და ეს არ არის მხოლოდ ახალი გეოპოლიტიკური ენერგოუსაფრთხოების გზა. ეს ასევე, სამომავლო ინიციატივების საფუძვლის შექმნაა სუფთა ენერგორესურსების მიღების კუთხით.

ეს ეხება განახლებად ენერგიას, პლანეტის დაცვას და ა.შ. მიხარია, რომ ეს შეთანხმება ასეთ აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიაზე. ამ ენერგიის მზარდი წვლილის ინტეგრაციისთვის გვჭირდება უფრო მეტი ჩართვა, ამისათვის კი მნიშვნელოვანია რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეს ახალი ელექტოკაბელი. ეს ნამდვილად ძალიან ამბიციური პროექტია, რომელიც შავი ზღვის ორივე მხარეს და კასპიიის ზღვას დააკავშირებს. ეს ინიციატივა მიწოდების უზრუნველყოფაში დაგვეხმარება და ელექტროენერგია განახლებადი წყაროებიდან შემოვა ევროკავშირში რუმინეთისა და უნგრეთის გავლით. 

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს პროექტი საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს. საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს. 

საბოლოო ჯამში, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელი დაეხმარება ჩვენს მეზობლებს მოლდოვაში და დასავლეთ ბალკანეთში. ასევე, რა თქმა უნდა, უკრაინას ეს დაეხმარება ქვეყნის რეკონსტრუქციაში. პროექტი ძალიან ბევრ დაპირებას გვთავაზობს და ჩვენზეა მისი შესრულება დამოკიდებული,"- განაცხადა  ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

 

 

დღის ამბები