14 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
"ჰააგამ ბოლომდე გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება სიკვდილი მომისაჯოს" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

"ჰააგამ ბოლომდე გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება სიკვდილი მომისაჯოს," - წერს მიხეილ სააკაშვილი და ამასთან, მადლობას უხდის იმ სამხედროებს, რომლებმაც ჩვენება მის წინააღმდეგ არ მისცეს.

"ჰააგის გამოძიება ქართველების მისამართით ხელოვნურად იქნა ინიცირებული 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. მათ ხელახლა გახსნეს ეს საკითხი მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველა პროცედურა გვქონდა მორჩენილი 2012 წელს. 2015 წელს ეს რომ გავიგე, თავზარი დამეცა. ამის შემდეგ ხდებოდა დამუშავება ქართველი სამხედროების, რათა როგორმე გამოსულიყვნენ ჩემზე. ამის საპასუხოდ მე შევკრიბე მსოფლიოს წამყვანი იურისტების ჯგუფი ვაიამ ახავანის ხელმძღვანელობით და 2020 წელს ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ ალტერნატიული მოხსენება, რომლის არგუმენტები გაიზიარა საბოლოო ჯამში პროკურორმა.

ნამდვილად ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი არ ასრულებდა რუსეთის დავალებას. ძალიან პატრიოტულად და თავდადებით იმუშავა ოცნების იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ, რომელიც თვითონ დევნილია აფხაზეთიდან.

მოკლედ, ჰააგამ ბოლომდე გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება სიკვდილი მომისაჯოს.
რაც შეეხება ჰააგას, დიდი მადლობა გენერალ ყურაშვილს და გოგავას და ყველა იმ სამხედროს, რომელიც არ გაიყიდა და არ მისცა საქართველოს, სამხედრო ხელმძღვანელების და ჩემს წინააღმდეგ ჩვენება, მიუხედავად დიდი ზეწოლისა. თქვენი ვაჟკაცობა შერჩება ისტორიას,"- წერს მიხელ სააკაშვილი. 

დღის ამბები