14 ნოემბერი 2024,   21:15
ვრცლად
ეს პროექტი ახალ შესაძლებლობებს იძლევა მთელი რეგიონისთვის და ენერგოუსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი ბუქარესტში გაფორმებულ მემორანდუმზე

ეს პროექტი ახალ შესაძლებლობებს იძლევა მთელი რეგიონისთვის და ენერგოუსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, "აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე" შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მისთვის დიდი პატივია აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა.

"ჩემთვის დიდი პატივია რუმინეთში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობის მიღება, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის კაბელის განთავსებას გულისხმობს. ეს პროექტი ახალ შესაძლებლობებს იძლევა მთელი რეგიონისთვის და ენერგოუსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის," - წერს პრემიერი.

დღის ამბები