"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საბჭოსთან არსებული ოთხი კომიტეტის ერთი წლის მუშაობის შედეგები.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ინკლუზიური პოლიტიკის შექმნისთვის საბჭოს მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.