პროტესტი უკიდურესი ფორმა, რომელსაც ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მიმართავს - 4-დან ერთ დეპუტატს, აბდულა ისმაილოვს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, დანარჩენი სამი უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს.
მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა.
"ყველა ქმედებას და ბრძოლას მოაქვს საბოლოო გამარჯვება. რაც შეეხება ჩვენს მდგომარეობას, ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ პრინციპულად ვდგავართ იგივე პოზიციაზე, ვაგრძელებთ ჩვენ პროტესტს და გავაგრძელებთ, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რომ გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ, იმიტომ რომ არ შეიძლება ჩვენ პრეზიდენტის მკვლელობას ვუყუროთ ციხეში და ვიყოთ ამ ყველაფრისადმი გულგრილი," - განაცხადა ანა წითლიძემ.