საპარლამენტო უმრავლესობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დაკავშირებითაც ოპოზიციასთან შეთანხმება უწევს. იურიდიულ კომიტეტზე საბჭოს არამოსამართლე წევრობის კიდევ 8 კანდიდატს მოუსმენენ. შეკითხვების ძირითადი ნაწილი სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს, მათ ხედვებსა და გამოცდილებას შეეხება.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში სასამართლო სისტემა გაჯანსაღდეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოც ქმედითუნარიანი იყოს.