14 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
"წევს, თავს არ იღებს...მე ველოდები 22 რიცხვს, თვითონ არაფერს ამბობს" - გიული ალასანიამ დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

მიხეილ სააკაშვილს ამ წუთებში მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე ხვდება. მანამდე ის კლინიკა "ვივამედში" დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.

მისი განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა ისევ რთულია, ვერ იღებს მედიკამენტებს და აქვს სიცხე.

"წევს, თავს არ იღებს... ველოდებით 22 რიცხვს. მე ველოდები, თვითონ არაფერს არ ამბობს, კომენტარსაც არ აკეთებს მაგ თემაზე. ახალი წელი მოვიდა უკვე. რა ვქნათ, რას ველოდები? მომავალ ახალ წელს ველოდებით?

ჩართვენ თუ არ ართვავენ, სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს. უნდა დასრულდეს ან ასე, ან ისე..." - განაცხადა გიული ალასანიამ.

ოჯახი სასამართლოს ელოდება. დღეს 16:00 საათზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები "ვივამედში" მივლენ, მათ ექსპრეზიდენტისთვის სისხლის ნიმუშების აღება სურთ.

დღის ამბები