შიმშილობის მეხუთე დღე - "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ისევ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. მათი ერთადერთი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა. 4 დეპუტატებიდან ერთს, აბდულა ისმაილოვს სამედიცინო დახმარება დაჭირდა. გავრცელებული ინფორმაციით, საყურადღებოა ანა წითლიძის მდგომარეობაც.
დეპუტატების მოთხოვნას საზოგადოებაზე ზეწოლად აფასებენ "ქართულ ოცნებაში". ამასთან, ირაკლი ზარქუა ოპოზიციას მოუწოდებს, დადონ ისეთი დასკვნა, სადაც იქნება აღნიშნული რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ვერ უმკურნალებენ.
"ვერცერთი დასკვნა ვერ დაიდო, რამდენი დღეა გვესმის, თვეები გავიდა უკვე, ეს სჭირს, ის სჭირს. დაიდოს დასკვნა, რომ ისეთი დაავადება სჭირს, რასაც ვერ უმკურნალებს პენიტენციური ან ჩვენი კლინიკები. ხალხნო საფუძველიც არ არის.
რაც შეეხება მანდატების დატოვებას, ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტში არიან, ხვდებიან, რომ აბსურდს დაემსგავსა, სანახაობაც აღარ არის, ისე გაიცვითა ეს თემა, რომ მეორე წელია - დავტოვებთ, შემოვალთ, დავრჩებითო, თვითონაც უხერხულში არიან," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.