14 ნოემბერი 2024,   21:18
ვრცლად
სააკაშვილს სისხლის ანალიზი დღესაც ვერ აუღეს, ექსპრეზიდენტი მხოლოდ ოჯახის მიერ მოტანილ საკვებს იღებს, მისი პარტიის წევრები შიმშილობენ -  რისკენ მოუწოდებენ დეპუტატები პრეზიდენტს

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სისხლის ნიმუშების აღება ვერც დღეს მოხერხდა. კლინიკა "ვივამედში", ამჯერად, გამომძიებელი არ მივიდა.

მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, ტოქსიკოლოგიური კვლევა ჩაუტარდეს იმ შემთხევაში, თუკი სინჯებს თმის ღერიდან აუღებენ.

სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშ"ი დღეს დედამაც მოინახულა. გიული ალასანიას თქმით, მსჯავრდებულის მდგომარეობა ისევ რთულია, ვერ იღებს მედიკამენტებს და აქვს სიცხე. ექსპრეზიდენტის ოჯახი სასამართლოს დაჩქარებულ განაჩენს ელოდება.

სანამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს, მისი თანაგუნდელები შიმშილობენ. უკვე მეხუთე დღეა, მათი ერთადერთი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა. 4 დეპუტატიდან ერთს, აბდულა ისმაილოვს გუშინ სამედიცინო დახმარება დასჭირდა. საყურადღებოა ანა წითლიძის მდგომარეობაც. მოშიმშილე დეპუტატებმა დღეს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და ამით ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას შეუწყოს ხელი.

მოშიმშილეებს პროტესტის უკიდურესი ფრომის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ მათივე თანაგუნდელები. ნაციონალურ მოძრაობაში საპარლამენტო მანდატების დატოვებაზე ჯერ არ ფიქრობენ, თუმცა არც გამორიცხავენ. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელების ნაწილი, ამ დროისთვის, ბრძოლის ბერკეტს მხოლოდ საპარლამენტო მუშაობაში ხედავს.

მოშიმშილე დეპუტატების მოთხოვნას საზოგადოებაზე წეზოლად აფასებენ "ქართულ ოცნებაში" და ამბობენ, რომ მსგავსი აქციები არაფრისმომცემია. მმართველ გუნდში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროებასაც ვერ ხედავენ და ოპონენტების მხრიდან პოლიტიკურ სპეკულაციებზე საუბრობენ.

პროცესი საქალაქო სასამართლოში 22 დეკემბერსაა ჩანიშნული. სხდომა მოწმეთა დაკითხვით განახლდება, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იმსჯელებენ.

დღის ამბები