14 ნოემბერი 2024,   21:17
ვრცლად
ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიცია გადახედავს საკუთარ პოზიციას - მიხეილ სარჯველაძე ომბუდსმენის არჩევნებზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციას მმართველმა ძალამ მისცა შესაძლებლობა, რომ ომბუდსმენის პოზიციაზე დასახელებულიყო 7 კანდიდატი, რაც მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. 

მიხეილ სარჯველაძე იმედს იტოვებს, რომ ოპონენტები საკუთარ პოზიციას შეიცვლიან. 

"მივეცით შესაძლებლობა, რომ 7 კანდიდატი დასახელებულიყო, საიდანაც ხელისუფლებას ექნებოდა არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა. ამ შეთავაზებას ოპოზიცია სამწუხაროდ არ დაეთანხმა და ეს ულტიმატუმი, რომ 2 კანდიდატით ყოფილიყო შემოფარგლული მათი შემოთავაზება დარჩა უცვლელად. ეს, რა საკვირველია პრობლემურია და როგორც ჩანს დამატებით კონსულტაციების საჭიროებაც არ არის. ვინარჩუნებ იმედს, რომ გადახედავენ საკუთარ პოზიციას," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე. 

დღის ამბები