რატომ ამბობს მიხეილ სააკაშვილი უარს ანალიზების სინჯების აღებაზე - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ასეთ დროს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან უარის თქმა, სიმულაციას ნიშნავს.
"ასეთ დროს მისი მხრიდან უარის თქმა ნიშნავს სიმულაციას. იმიტომ, რომ მაშინ ვეღარ ილაპარაკებენ, რომ მოწამვლას აქვს ადგილი. მსოფლიო პრესა მისმა ლობისტებმა ააჭრელეს ფეიკ ნიუსით, რომ სააკაშვილი მოწამლეს. როდესაც დღეს იუსტიციის სამინისტრომ დღეს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ჩვენ ვნახეთ თუ რა ხდება სინამდვილეში - რომ ნორმაშია ამ ანალიზში შესაბამისი კომპონენტები და ამაზე რომ უარს ამბობს ეს იმას ნიშნავს, რომ მას ამით მოაკლდება საშუალება რომ ისპეკულიროს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.