14 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
"ნაცმოძრაობამ უზრუნველყო ის, რომ რუსულ ნარატივს და საქართველოსთვის მოღალატეობრივ პოზიციას დაუჭირეს მხარი, ეს არ პრავდება მეგობრებო" - მამუკა მდინარაძე

ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილ წარმომადგენელს, ზურაბ ჭიაბერაშვილს მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი პასუხობს. მამუკა მდინარაძისთვის მიუღებელი და სპეკულაციურია არგუმენტები, რომელსაც ჭიაბერაშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერის ასახსნელად იყენებს.

მდინარაძის აზრით, საუბარი ქვეყნის დამაზიანებელ პუნქტებზე ხელმოწერის დროს, სამომავლო პერსპექტივაში ჰააგის სასამართლოს იმედზე ყოფნის შესახებ, რომ სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა, სპეკულაციურია და მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს, დაშვებული შეცდომები გადაიფაროს.

"როდესაც სახეზე გვაქვს ღალატი გადაჭარბების გარეშე. იმიტომ, რომ 5-6 მოცემულობა, რომელიც იყო წმინდა რუსული ნარატივი და აისახა ომიდან  2 თვის შემდეგ მიღებულ რეზოლუციაში, მხოლოდ და მხოლოდ ნიშნავდა იმას, რომ "ნაცმოძრაობამ" მხარი დაუჭრია რუსეთის სასარგებლო მოცემულობას.

ჭიაბერაშვილი იყო ევროსაბჭოში ელჩი, მან დეტალები კარგად უნდა იცოდეს ხომ?! ვნახეთ საოცრება, წარმოუდგენელი უსუსურობა არგუმენტებისა, როდესაც ის ასახელებს-მაგალითად: რუსეთის ლობისტი ევროპარლამენტარები გვეუბნებოდნენ, რომ ამას სალომე ზურაბიშვილი ამბობს და როგორ არ უნდა ჩავწეროთო. რა სალომე ზურაბიშვილი და 2008 წლის ოქტომბერი, რა შუაშია. მეორე არგუმენტი თქვა, ეჭვი იყო მხოლოდ გამოთქმულიო, რა ეჭვი?! იმპერატიულად იყო მითითებული, მაგალითად ომის დანაშაული იმის შესახებ. რომ ქართველი სამხედროები კლავდნენ უდანაშაულო მოქალაქეებს.

ერთ-ერთი გამართლება მათი მხრიდან არის თითქოს სხვა კარგი რაღაცები ეწერა, დიახ სხვა კარგი რაღაცები ეწერა. რუს ოკუპანტს ტურისტს ვერ დაუძახებდნენ, ტურისტებად არიან შემოსული ტანკებითო ხომ არ იტყოდნენ. ხმები ჰყოფნიდა, მათ გარეშე ყველა ვარიანტში ჩაიწერებოდა ოკუპაცია. ის ამბობს, რომ ჩვენ გვქონდა რწმენა, რომ ჰააგაში მოვიგებდით. ანუ, შეგიძლია მხარი დაუჭირო საქართველოსთვის საზიანო, სამხედროების დამადანაშაულებელ მოცემულობას, იმ იმედით და რწმენით, რომ ეს ყველაფერი გაბათილდება ჰააგაში.

მთავარი საფუძველი მათი ნარატივის, რაზეც დგანან პიარულად და რასაც დღემდე თავის მომხრეებს აჯერებენ, რომ ისინი არიან პროდასავლელები და ებრძვიან პრორუსულ "ოცნებას". ახლა მტკიცებულება ამოუვარდათ, რაზეც ჩვენ აქამდე ვერ ვლაპარაკობდით მინიმალური რისკიდან გამომდინარე ჰააგასთან დაკავშირებით. მტკიცებულება, რომელიც რუსული მხარის კეთებას უტყუარად ადასტურებს. ვინ რა თქვა კი არა, ვინ რა გააკეთა და მათ უზრუნველყვეს ის, რომ რუსულ ნარატივს და საქართველოსთვის მოღალატეობრივ პოზიციას, ქართველი სამხედროებისათვის ომის დაწყებას დაუჭირეს მხარი. უკაცრავად მეგობრებო, მაგრამ ეს არ პრავდება," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. 

 

დღის ამბები