14 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
რომელ სისხლის ანალიზს არ იღებს, უკვე ყველანაირი სისხლი გამოწოვეს, ყოველდღე უნდა იარონ და აუღონ სისხლი, რომელიც აღარ აქვს? - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" გიული ალასანიამ მოინახულა. მისი განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა. რატომ ამბობს უარს სააკაშვილი ანალიზების აღებაზე - პენიტენციური სამსახურის განცხადებას გიული ალასანია ადგილიდან გამოეხმაურა.

"პირველი, ვინც მოწამვლის შესახებ ილაპარაკა, ეს უკრაინელი ქალბატონი იყო. რომელ სისხლის ანალიზს არ იღებს - უკვე ყველანაირი სისხლი გამოწოვეს, რაც კი შეიძლებოდა. ადამიანს მემგონი წვეთი სისხლიც აღარ დარჩა. ყოველ დღე უნდა იარონ და აუღონ სისხლი, რომელიც აღარ აქვს? რა სპეკულაციებზე საუბრობენ, ექიმების დასკვნები დევს, ყველა ექიმის. რომელს უნდა ვენდოთ, იმათ ვინც არანაირ კავშირში არ არიან მედიცინასთან, თუ იმ ექიმების," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია.

 

დღის ამბები