14 ნოემბერი 2024,   21:13
ვრცლად
"სააკაშვილის პოლონიუმით მოწამვლის ფაქტზე საუბარი არცერთ სამედიცინო დასკვნაში არ არის" - შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ექსპრეზიდენტის პოლონიუმით მოწამვლის ფაქტი უარყო. მისივე განცხადებით, პოლონიუმით მოწამვლა მხოლოდ "გარკვეული საადვოკატო ვერსია იყო".

"ამერიკელი ექსპერტის, ბატონის სმიტის დასკვნაში საუბარი არ არის არანაირ პოლონიუმზე, იგი ამჟამად არ მუშაობს პოლონიუმთან დაკავშირებით და ეს საკითხი არც წამოჭრილა. პოლონიუმი არის გარკვეული საადვოკატო ვერსია. არცერთ საექსპერტო დასკვნაში მსგავს ნივთიერებებზე არ არის საუბარი. ჩვენ ცალსახად ვამბობთ იმას, რომ ხელში გვაქვს სერიოზული დასკვნა ამერიკელი ტოქსიკოლოგის, რომელიც საუბრობს, რომ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი იქნა მძიმე მეტალები გვაქვს ასევე ეჭვი, რომ შეიძლება იყოს სხვა ნივთიერებებიც, მაგრამ სამწუხაროდ ეს კვლევები არ ტარდება, ამას გულისხმობდა ჩემი განცხადება და დოკუმენტიც," - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი, სავარაუდოდ, პოლონიუმით არის მოწამლული, მოგვიანებით კი თავისივე განცხადება უარყო.

დღის ამბები