06 ოქტომბერი 2024,   19:43
ვრცლად
პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატები ექიმმა მოინახულა - მათ ანალიზები აუღეს

შიმშილობის ერთი კვირა - დღეს მოშიმშილე დეპუტატები ექიმმა მოინახულა, მათ ანალიზები აუღეს. პარლამენტის შენობაში ამ დროისთვის "ნაციონალური მოძრაობის" სამი წევრი - თემურ ჯანაშია, დავით კირკიტაძე და ანა წითლიძე შიმშილობს.

მოთხოვნა კვლავ უცვლელია - სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა. დეპუტატების თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას მანამ მიმართავენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

დღის ამბები