საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთშია. ჯუანშენ ბურჭულაძე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
პირველი შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, ყურადღება საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გამახვილდა.
მინისტრმა თურქულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტერიალის ფარგლებში, ჯუანშერ ბურჭულაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთანაც.