06 ოქტომბერი 2024,   19:37
ვრცლად
ყოველთვის გვინდოდა ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გავმხდარიყავით, მაგრამ იქ ჩვენ არ გველოდნენ-ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მათ ყოველთვის სურდათ, რომ გამხდარიყვნენ ცივილიზირებული სამყაროს ნაწილი, თუმცა როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, იქ მათ არ ელოდნენ. 

როგორც პუტინმა თავდაცვის სამინისტროს გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე განაცხადა, რუსეთის სტრატეგიულ მოწინააღმდეგეებს საუკუნეების მანძილზე მისი დასუსტება და გაყოფა ჰქონდათ მიზნად.

"ყოველთვის გვინდოდა ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვყოფილიყავით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელიც ჩვენ თვითონ დავუშვით, რატომღაც გვეგონა, რომ დღიდან-დღეზე გავხდებოდით ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, თუმცა როგორც გაირკვა, ჩვენ იქ არ გველოდნენ, ყველა ჩვენი ძალისხმევისა და მცდელობის მიუხედავად,"-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

დღის ამბები