14 ნოემბერი 2024,   21:18
ვრცლად
ზელენსკის შემდეგ, ქართულ მხარეს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ ოლეგ ნიკოლენკომაც მოუწოდა  - რა არგუმენტებით პასუხობს მმართველი გუნდი უკრაინას

ზელენსკის შემდეგ, ქართულ მხარეს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ ოლეგ ნიკოლენკომაც მოუწოდა. "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის კიდევ ერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქვეყანაში ექსპრეზიდენტის შემოსვლის პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით მათი ეჭვები ლეგიტიმურია.

უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. ოლეგ ნიკოლენკო ამტკიცებს, რომ უკრაინა არც ჩარეულა და არც მომავალში აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.

ნიკოლენკოს პოზიცია ადეკვატურია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საუბრები ქვეყანაში სააკაშვილის კონკრეტული მიზნებით შემოსვლაზე არგუმენტებს მოკლებულია. მათივე განცხადებით, უკრაინის მხრიდან საკუთარ მოქალაქეზე ზრუნვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად არ უნდა აღიქმებოდეს.

მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ლეგიტიმური კითხვები არსებობს. უკრაინული მხარისგან ომის თემით სპეკულირება კი, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მეორე ფრონტთან დაკავშირებით განცხადებები, სწორედ უკრაინელი მაღალჩინოსნებისგან ისმოდა, რაზეც უკრაინის ხელისუფლებას განმარტებები აქამდე არ გაუკეთებია.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ დღეს, განცხადება გააკეთა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმაც. ნედ პრაისის გზავნილი ოპოზიციისთვის დამატებითი არგუმენტია, სახელმწიფოს ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანა მოსთხოვოს.

ხელისუფლებას საკუთარი პასუხისმგებლობა გააზრებული აქვს და მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება დაცულია - ასეთია სახელისუფლებო გუნდის პასუხი ნედ პრაისის გზავნილზე. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ მოთხოვნების ფონზე ვერავინ აკონკრეტებს, რა სახის სერვისი არ მიეწოდება ექსპრეზიდენტს.

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნას დღის ბოლოს მოლდოვას პრეზიდენტიც შეუერთდა. მაია სანდუმ განცხადება "ტვიტერში" გაავრცელა,

 

დღის ამბები