14 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
"12 რეკომენდაციიდან ყველა შესრულებულია 2 რეკომენდაციის გარდა, სადაც ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას, ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგები და ობიექტური შეფასება იქნება ძალიან დადებითი" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან წლის ბოლომდე 2 რეკომენდაციის გარდა, ყველა შესრულდა.

"12 რეკომენდაციიდან ყველა შესრულებულია ამ წლის ბოლოსთვის, 2 რეკომენდაციის გარდა. ვერ შესრულდა კანონებში სასამართლო რეფორმა და დეოლიგარქიზაცია, სადაც ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით.

ასევე გვრჩება თანამდებობის პირების არჩევა როგორც იუსტიციის საბჭოში, ასევე ომბუდსმენის ნაწილში. ყველა სხვა რეკომენდაცია არის შესრულებული, იგივე საარჩევნო რეფორმა, რომელიც ფართო კონსესუსით მივიღეთ და მხარი მხოლოდ ნაციონალურმა მოძრაობამ და ვაშაძემ არ დაუჭირეს. 

ყველა სფეროში ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგები და ობიექტური შეფასება იქნება ძალიან დადებითი, რადგან თითოეული პაკეტი არის გამართული.

ერთი თემაა, რასაც მინდა შევეხო ეს არის გენპროკურორის არჩევა, რომელიც არის აბსურდული რეკომენდაცია და ამაში უნდა დავარწმუნოთ ევროკომისიის წევრები,"- აცხადებს კობახიძე.

დღის ამბები