"ტაბულას" დამფუნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი საასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინულად საუბრის მოთხოვნას ეხმიანება.
"ქართულ ენასთან გაიბუტა, რადგან საქართველოში მისი ილუზიები რეალობასთან სასტიკად დამარცხდა. ძალიან ძლიერი და ღირსეული ნაბიჯია.
ღმერთო, ოღონდ ეს კაცი მოაშორე ქართულ პოლიტიკას და სადმე სხვაგან აცოცხლე - მეტი არაფერი მინდა! მე შევანგრევდი ციხის კარს რომ შემეძლოს, გავიტაცებდი და სადმე, ტიბეტში დავტოვებდი ბუდისტ ბერებთან," - წერს ჩერგოლეიშვილი.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სურს, სასამართლო დარბაზიდან მოქალაქეებს უკრაინულად მიმართოს. სასამართლო პროცესზე მან საუბარი სწორედ უკრაინულ ენაზე დაიწყო და მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მოუწოდა, ქართულად ესაუბრა, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის უკრაინის მოქალაქეა.
ექსპრეზიდენტის მიმართვას სხდომაზე თარჯიმანი თარგმნის.