პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიცია თავისი პოზიციის მძევალი დარჩა.
როგორც მიხეილ სარჯველაძე აცხადებს იმასაც, რომ ოპოზიცია საუბრობს ულტიმატუმების ენით, ამის გამო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ომბუდსმენის არჩევის პროცესის დასრულება.
"სამწუხაროდ ოპოზიცია დარჩა მძევალი თავდაპირველად არჩეული პოზიციისა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ 3 თუ 2 კანდიდატზე იქნა მათი არჩევანი შეჩერებული. სამწუხარო რეალობაა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყველაფერი დაემსგავსა ულტიმატუმს.
სწორედ ამ დამოკიდებულების გამო, კონსულტაციების წარმართვის შეუძლებლობის გამო - იმიტომ, რომ ამ კონსულტაციების განმავლობაში და ამ პროცესში არავითარი მზადყოფნა, იმისა რომ ულტიმატუმების გარდა, სხვა რამეზე ესაუბრა ოპოზიციაც უბრალოდ არ აღმოაჩნდა. ამის გამო, როგორც ჩანს საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ამ პროცესის დასრულება,"-აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.