14 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს მინისტერიალის ფარგლებში, ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა
აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან შეხვედრაზე ყურადღება რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
 
თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივად განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია ენერგეტიკული პროექტის განხორციელება, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთისა ხელმძღვანელმა პირებმა ხელმოწერით დაადასტურეს.
 
შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზეც ისაუბრეს, მათ შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობასა და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე.
 
აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი წლების განმავლობაში რეგულარულად იმართება და მას მონაწილე ქვეყნები როტაციის პრინციპით მასპინძლობენ. წელს მინისტერიალი თურქეთის რესპუბლიკაში ტარდება.
დღის ამბები