14 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
პარლამენტმა ომბუდსმენი ვერ აირჩია - 19 კანდიდატიდან 19-ვე ჩავარდა

პარლამენტმა ომბუდსმენი ვერ აირჩია. 19 კანდიდატიდან 19-ვე ჩავარდა, რადგან 90 ხმა, არც ერთ საპარლამენტო პარტიას არ აქვს. კონსულტაციები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ განხილვები იანვარში თავიდან დაიწყება. პარლამენტმა ვერც ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები აირჩია. ასევე საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა.

"ოპონენტებისთვის, მოგეხსენებათ, კონსულტაციების ფარგლებში შეთავაზებული იქნა, რომ 5 კანდიდატიდან, რომელიც იყო დარჩენილი "გაცხრილვის მეთოდის შედეგად", შევთანხმდით უმრავლესობაში, რომ რადგან 8 კანდიდატი, რომელიც გამორიცხვის მეთოდით დარჩა, მათგან 3 პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა სხვადასხვა გარემოების გამო, დანარჩენი ხუთიდან აერჩიათ ერთ-ერთი.

რადგან ასეთი შეთანხმება ჩვენს შორის ვერ მოხდა, ამიტომ ფრაქცია "ქართული ოცნება" და საპარლამენტო უმრავლესობა არავის დაუჭერს მხარს, რადგან ამ შემთხვევაში იმართება ჩვენთვის ფორმალური კენჭისყრა. შევეცდებით საგაზაფხულო სესიისთვის კონსულტაციები განვაგრძოთ და იქნებ იქ მაინც მივაღწიოთ კონსენსუსს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები