14 ნოემბერი 2024,   21:16
ვრცლად
სააკაშვილს მოსახდელი აქვს კიდევ 5 წელი, ამიტომ სახელმწიფოს და ექიმების ინტერესი არის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური-შალვა პაპუაშვილი 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფოს და ექიმების ინტერესი არის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი რადგან მას კიდევ ხუთი წელი აქვს მოსახდელი.

"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ სააკაშვილის მეგობრების ე.წ. ინტერესია, რომ ის რაც შეიძლება დაუძლურდეს, რომ რამენაირად გაიყვანონ ციხიდან.

"მიხეილ სააკაშვილს და მის მეგობრებს, რომლებიც საბოლოო ჯამში მისი ყველაზე დიდი მტრები არიან -იმიტომ, რომ ამყოფებენ ასეთ მდგომარეობაში, არ უნდათ, რომ მოიხადონ სასჯელი. იმისათვის, რომ გირგვლიანის მკვლელებს დააფარა ხელი. არ უნდა, რომ მან ამაზე აგოს პასუხი. არ უნდა, რომ პასუხი აგოს ვალერი გელაშვილის ცემაზე, არ უნდა- უბრალოდ არ უნდა, რომ იყოს ციხეში. გამომდინარე აქედან ის ცდილობს ყველაფერს, რომ მოძებნოს რაიმე მიზეზი, რითაც ტავი დააღწიოს სასჯელს.

დანაშაულისთვის არსებობს სასჯელი, ეს არის მარტივი  ჭეშმარიტება.მან ჩაიდინა დანაშაული და ამ დანაშაულისთვის ქართულმა მართლმსაჯულებამ და არ მხოლოდ ქართულმა, სტრასბურგის სასამართლომაც ეს თქვა.  იმ საქმეებზე, რომელიც უკვე განხილულია მიუსაჯა 6 წელი, მას კიდევ 5 წელი აქვს მოსახდელი. ამიტომ, რა თქმა, უნდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესშია, რომ ის იყოს ჯანმრთელი. იმისთვის, რომ ეს დარჩენილი 5 წელიც მოიხადოს, ის სასჯელი, რომელიც მას ეკუთვნის გირგვლიანის მკვლელისთვის ხელი დაფარებისა და ვალერი გელაშვილის ცემის საქმისთვის.

ის არ თანამშრომლობს კლინიკასთან, ვნახეთ, რომ კლინიკის მიზნები და სააკაშვილის მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა. კლინიკის და სახელმწიფოს მიზანია, რომ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, ხოლო სააკაშვილის და მისი მეგობრების მიზანია, რომ ის იყოს რაც შეიძლება დაუძლურებული,"-აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები