14 ნოემბერი 2024,   21:14
ვრცლად
მითი მოწამვლის შესახებ, კიდევ ერთი ინსტრუმენტია მათ მიერ პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებული- თეა წულუკიანი 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის განცხადებით, სააკაშვილი ახლა ითვლება რთულ პატიმრად. 

როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, ექსპრეზიდენტი ანალიზბზე იმიტომ ამბობს უარს, რომ მას ეშინია იმ შედეგის დადგომის, რომელიც მისთვის და მისი თანაპარტიელებისთვის არ იქნება ხელსაყრელი. 

"მითი მოწამვლის შესახებ, კიდევ ერთი ინსტრუმენტია მათ მიერ პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებული. რაკი ანალიზზე უარს ამბობს პატიმარი, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ  მას აშინებს ის შედეგი, რომელიც იქნება. იმიტომ რომ ის შედეგი ალბათ არ იქნება მისი თანაგუნდელებისთვის სასურველი. რთული ვითარებაა იმიტომ, რომ საქმე გვაქვს რთულ პატიმართან. 20-30 პატიმარი მუდმივად იყო ხოლმე, რომელიც რთული ქცევის პატიმრად ითვლებოდა ასეთ უმცირესობაშია დღეს პატიმარი სააკაშვილიც,"-აცხადებს თეა წულუკიანი. 

დღის ამბები