14 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
ინფორმაცია, რომ ჩვენს მიერ გაცემული დასკვნა იწერება ძალოვანი სტრუქტურების დაკვეთით, ყველანაირ საფუძველს მოკლებულია - ალექსანდრე გეჯაძე

ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძესთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე, პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობაზე საუბრისას, ადვოკატმა განცხადება გააკეთა.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, გამორიცხულია საქმეში ამ ექსპერტის ჩართვა, ვინაიდან აქვს ფარული ჩანაწერი, სადაც ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით დადო დასკვნა, რომელიც შსს-ს აწყობდა.

განცხადებას უპასუხა თავად ექსპერტმა - ალექსანდრე გეჯაძემ  შალვა ხაჭაპურიძის ბრალდება უარყო და ცილისწამება უწოდა.

"ის, რომ ჩვენს მიერ გაცემული დასკვნა იწერება შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის ან ძალოვანი სტრუქტურების დაკვეთით, ეს ინფორმაცია ყველანაირ საფუძველს მოკლებულია და წარმოადგენს ცილისწამებას. ბატონი შალვას მთავარი მიზანი იყო ის, რომ ექსპერტიზა აღარ დანიშნულიყო აწი სამხარაულის, ჩვენი სტრუქტურისა და კიდევ დამოუკიდებელი საექსპერტო სტრუქტურის ერთობლივი მონაწილეობით. არ აწყობა ეს შალვას პირველ რიგში იმიტომ, რომ პროცესი კიდევ ერთხელ გაჭიანურდებოდა. რამე ჩანაწერი თუ აქვს მას, ჩემთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ეს მისი უფლებაა," - აცხადებს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" დირექტორი ალექსანდრე გეჯაძე.

 

დღის ამბები