როგორია ოპოზიციის გეგმები მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით- პროტესტი და კომპლექსური ბრძოლა - ესაა ის ძირითადი ბერკეტი, რის გამოყენებასაც გეგმავენ ხელისუფლების ოპონენტები იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო პროცესზე მათთვის არასასურველი შედეგი დადგა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათ სამართლიანი ვერდიქტის იმედი არ აქვთ.
"როდესაც ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ეს არის სასიკვდილო განაჩენი. ჩვენ შესაბამისად ვერ დავსხდებით ფეხი ფეხზე გადადებულები. შესაბამისად, რა თქმა უნდა იქნება პროტესტი.
ეს არის კომპლექსური ბრძოლა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეზულტატზე გასვლა და არა მხოლოდ და მხოლოდ აქციის ჩანიშვნა,"-აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე.