14 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
საარჩევნო კოდექსი არის მაგალითი, თუ როგორ შეძლება "ქართული ოცნებამ" ითანამშრომლოს და მოუსმინოს ოპოზიციას- ხათუნა სამნიძე 

საარჩევნო კოდექსში ცვლილება 96 ხმით დამტკიცებულია. ევროკავშირის 12-რეკომენდაციიდან, მეორე პუნქტის შესასრულებლად მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ პროექტში  ჯამში, 20-მდე ცვლილება შევიდა. მათგან 13 ახალ საარჩევნო რეფორმაში, ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის საფუძველზე აისახა.

ცვლილებების მიხედვით, 2024 წელს ქვეყანაში არჩევნები თითქმის სრულად ელექტრონული სისტემით ჩატარდება, ასევე გამკაცრდება კონტროლი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, ცვლილებებია გასაჩივრების ვადებშიც.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს პოზიტიურად უყურებს ხელისუფლების ოპონენტების ცალკეული ნაწილი. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე თვლის, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები არის მაგალითი ოპოზიციისა და ხელისუფლების თანამშრომლობის. 

"საარჩევნო კოდექსი არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება, როცა არის "ქართული ოცნების" ნება, მან ითანამშრომლოს და მოუსმინოს ოპოზიციას. ეს არის მოთხოვნასთან შესაბამისობაში წინ გადადგმული ნაბიჯები, თუმცა ბევრის გაკეთება კიდევ შესაძლებელია. სწორედ ამიტომ,  ერთხმად მივიღეთ ეს ინიციატივა,"-აცხადებს ხათუნა სამნიძე.

დღის ამბები