საერთაშორისო შეფასებებით, კონტრტერორისტული საქმიანობის მიმართულებით საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს წევრი უწყებების პირველმა პირებმა.
შეხვედრა კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა. სუსის უფროსმა შეაფასა მსოფლიოში, რეგიონსა და ქვეყანაში არსებული კონტრტერორისტული ვითარება და ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე.